გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“: ამ ორგანიზაციას ვურჩევდი, რომ სანამ სხვა პრობლემებზე იმსჯელებენ, მათ შიგნით რა პრობლემები აქვთ ამაზე იმსჯელონ... რატომ არიან კოორდინაციაში იმ ადამიანებთან, რომლებიც ქვეყანას აზიანებენ

31-05-2023

„მე ამ ორგანიზაციას [საერთაშორისო გამჭვირვალობას] ვურჩევდი, რომ სანამ სხვა პრობლემებზე იმსჯელებენ, მათ შიგნით რა პრობლემები აქვთ ამაზე იმსჯელონ. რუსული კანონი რომ დაარქვეს „აგენტების ამერიკულ კანონს“ ეს ხომ არ იყო დავალების შესრულება?! როგორ მოხდა რომ კოორდინაცია იყო იმგვარი, რომ დავალებას ასრულებდა რამდენიმე ასეული ადამიანი ერთად“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს კონფერენციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მდინარაძის თქმით, რატომ არიან კოორდინაციაში იმ ადამიანებთან, რომლებიც ქვეყანას აზიანებენ, სჯობს, ამ პრობლემებზე ისაუბრონ.

„როგორ მიაღებინეს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც საუკუნის აფერაში მონაწილეობა, რომ დაევალათ, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს დაარქვეს რუსული კანონი. როგორ დაავალეს, ვინ დაავალა, რატომ, რა მიზნით და როგორ იყო ამხელა კოორდინაცია, რომ ასეულობით ათასჯერ, მარტო ღია კვლევის შედეგებს გეუბნებით, სოციალურ ქსელში იყო სიტყვა: არა რუსულ კანონს.

 

წარმოიდგინეთ, როგორ კოდალას ეფექტივით, ადამიანებს ქვეცნობიერში უბეჭდავდნენ ყოველ წამიერი კაკუნით რომ იტყვიან, რომ არა აგენტების კანონი, არა გამჭვირვალობის კანონი, არა ამერიკული, სიღრმეში არ უნდა შესულიყვნენ, უნდა ეთქვათ, რომ ეს არის რუსული კანონი და ამით შეეცადნენ, რომ ეს ქვეყანა აეყირავებინათ და ქაოსი მოეწყოთ. ვინ დაავალა ეს ამ ორგანიზაციას, მის ლიდერებს, რატომ დაავალა, რა მიზნით როცა რეალობა აბსოლუტურად სხვა იყო და დღემდე რატომ იმეორებენ ამას. ამ საერთო დავალების კონტექსტში, რატომ არიან კოორდინაციაში იმ ადამიანებთან, რომლებიც აზიანებენ ქვეყანას -ამ პრობლემებზე ისაუბრონ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.