გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯაბა სამუშიას ინიციატივით თსუ-ში ქიმიკოსის დღე პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს აღინიშნება

31-05-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით მომავალი წლიდან ქართველ ქიმიკოსთა დღეს თსუ 11 ივლისს, უნივერსიტეტის პირველი რექტორის, საქართველოში ქიმიის მეცნიერების ფუძემდებლის პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს. ინფორმაცია ამის შესახებ  უნივერსიტეტში ქიმიკოსების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

 

ღონისძიებას დაესრნენ თსუ კურსდამთავრებული ქიმიკოსები, რომლებიც მუშაობენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა აგროქიმია, ასტროქიმია, ბიოქიმია, გეოქიმია, ჰიდროქიმია, ქიმიური აღჭურვილობის  ინჟინერია, მეტალურგია, კვების პროდუქტების წარმოება, ნავთობქიმია, რადიოქიმია,  ნანოქიმია, ფარმაცევტული  ქიმია, სასამართლო ექსპერტიზა,   ელექტროქიმია, ეკოლოგიადასხვა.


შეხვედრაზე მადლობის სიგელები გადაეცათ წარმატებულ და ღვაწლმოსილ ქიმიკოსებს. ღონისძიებას თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.