გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა

31-05-2023

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა. მან ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხარდაჭერით ხელმოწერილ შეთანხმებაზე და მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ირაკლი კობახიძემ ასევე იმსჯელა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე.