გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

1-06-2023

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ასამბლეის 90-ე გენერალური სესია მიმდინარე წელსაც, ტრადიციულად, პარიზში გაიმართა. ორგანიზაციის წევრი 183 ქვეყნის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და პარტნიორებმა, ხუთდღიანი სესიის ფარგლებში, ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.


ორგანიზაციის დელეგატებმა საქართველოს წარმომადგენელი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი ვასილ ბასილაძე ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. ვასილ ბასილაძე 2021 წლიდან ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს როლს რეგიონში კეთილსაიმედო ეპიზოოტიური ვითარების უზრუნველყოფაში.


ვასილ ბასილაძემ დელეგატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ აქტიურად იქნება ჩართული ორგანიზაციის დღის წესრიგით დადგენილ რეფორმებში და განახორციელებს ყველა იმ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონში ცხოველთა დაავადებების პრევენციას და კონტროლს.


ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WOAH) 183 წევრი ქვეყანაა გაერთიანებული. ორგანიზაცია წამყვან როლს ასრულებს და განსაზღვრავს ვეტერინარულ პოლიტიკას მსოფლიოში და ზედამხედველობას უწევს მისი იმპლემენტაციის პროცესს.


WOAH-ის საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირდება ცხოველთა 120-ზე მეტი დაავადება, მათ შორის, ზოონოზები (ადამიანის და ცხოველის საერთო დაავადება), რომლებიც რეგულარულად ექვემდებარება განახლებას და მტკიცდება გენერალურ სესიაზე. აღნიშნული სტანდარტები ქვეყნებს ეხმარება დაავადებების უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და ცხოველებითა და ცხოველური პროდუქტებით უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფაში.