გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი ამილახვარი: ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა

1-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

 

გიორგი ამილახვარი: „მინდა, ყველა ბავშვს, ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებსა და აღმზრდელებს მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.


ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია, შესაბამისად, მათზე ზრუნვა, მათთვის ღირსეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბება თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა.


პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას – განვახორციელებთ არაერთ პროექტსა და ინიციატივას რათა,ხელი შევუწყოთ ბავშვებს, იყვნენ წარმატებულნი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.


კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ მომავალს, მშვიდობასა და კეთილდღეობას!“