გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რაულ ხაჯინბა: აფხაზეთში მატარებლები აუცილებლად იმოძრავებენ, მიუხედავად საქართველოს პოზიციისა

15-08-2018

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯინბას განცხადებით, აფხაზეთში მატარებლები, აუცილებლად იმოძრავებენ.


ეს განცხადება ხაჯინბამ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში გააკეთა.


„რკინიგზამ უნდა იმუშაოს, სურს თუ არა ეს საქართველოს. თანამედროვე რეალიები ითხოვს, რომ ჩვენ კავკასიის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს. პრობლემა იმაშია, რომ საქართველო ეკონომიკურ საკითხებს პოლიტიკურ საკითხებად აქცევს. რკინიგზით სარგებლობა ჩვენთვის დამატებითი სარგებელი იქნებოდა, მაგრამ თბილისს აფხაზეთის დამოუკიდებლობის განმტკიცება ეკონომიკურ სფეროშიც არ სურს“-განაცხადა ხაჯინბამ.

NSP.GE