გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე გიორგი არველაძეზე: ჯალათების ხელისუფლების ექს-წარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არაპოლიტიზირებულ პოლიციას

1-06-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი არველაძის პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც არველაძე პოლიციელებს ძაღლებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.


როგორც აბაშიძე წერს, სასოწარკვეთილი ნაცსექტა იმდენად გამწარებულია საკუთარი პოლიტიკური უნიათობით, თავიანთ წიაღში არსებული არეულ-დარეული ვითარებით, რომ აღარ იციან რა მოიმოქმედონ. შედეგიც თვალსაჩინოა - უკიდურესი გაბოროტება და მარგინალობის ჭაობში ახალი სიღრმეების მონიშვნა.


„ნაცრეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსანი, დროებითად მიტაცებული "იმედის" ექს-ხელმძღვანელი გიორგი არველაძე ტიპიური "ნეოსავოკია". როგორიც მისი თანამზარხველები, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია. ჯალათების ხელისუფლების ექს-წარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არაპოლიტიზირებულ პოლიციას.


თუმცა, რა გასაკვირია? რასაც თავად წარმოადგენს, იგივე წარმოდინდება მისი გამრუდებული სულიდან. სასოწარკვეთილი ნაცსექტა იმდენად გამწარებულია საკუთარი პოლიტიკური უნიათობით, თავიანთ წიაღში არსებული არეულ-დარეული ვითარებით, რომ აღარ იციან რა მოიმოქმედონ. შედეგიც თვალსაჩინოა - უკიდურესი გაბოროტება და მარგინალობის ჭაობში ახალი სიღრმეების მონიშვნა“- წერს გია აბაშიძე.