გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი თითქმის სამჯერ შემცირდა

1-12-2017

აფხაზეთიდან რუსეთში გატანილი მანდარინის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,7 - ჯერ შემცირდა. წერს გამოცემა „აფსნი ლაიფი“ სოჭის საბაჟო-გამშვები პუნქტის მონაცემებზე დაყრდნობით.

სეზონის (2017 წლის ოქტომბერი - 2018 წლის თებერვალი) დასაწყისიდან რუსეთში 1,5 ათასი ტონა მანდარინი გაიტანეს. დღე - ღამის განმავლობაში, მებაჟეები 25 ტონამდე პროდუქციას აფორმებენ. უწყების ცნობით, 2016 წლის ამავე პერიოდში რუსეთში 4 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი გავიდა. დღე - ღამეში საშუალოდ, 60-დან 68 ტონამდე.

„ადლერის“ საბაჟო პუნქტის პრესსამსახურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა მანდარინებზე საახალწლო დღესასწაულების წინ ფიქსირდება, ამდენად, „მანდარინის სეზონის“ პიკი დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი. გასული წლის დეკემბერში მებაჟეებმა 12 ტონა მანდარინი გააფორმეს.


რადიო: "ათინათი"