გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ComCom-მა 2022 წელს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა

1-06-2023

კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-მა მომხმარებლისთვის ინოვაციური მომსახურებების მიწოდებისა და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა. განახლება თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების დანერგვასა და ამოწურვადი სიხშირული რესურსების ეფექტიან მართვას ისახავს მიზნად.


კერძოდ, ეროვნული გეგმა ახალი ტექნოლოგიებისთვის, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისთვის, ახალ სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავს და ფიქსირებული უსადენო ინტერნეტის ფუნქციონირებისთვის, დამატებით სიხშირულ ზოლს ითვალისწინებს. გარდა ამისა, სპეციფიკური თანამგზავრული მომსახურებებისთვის განისაზღვრა დიაპაზონები, დაზუსტდა ტექნოლოგიური სტანდარტები და მომსახურებების სახეობები.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ ეროვნულ გეგმაში შესატანი ცვლილებები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენციაზე (WRC-19) დადგენილი ფინალური აქტების მიხედვით, ასევე, ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენციის (CEPT) ელექტრონული კომუნიკაციის კომიტეტის (ECC) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოამზადა.