გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა და ევროპის საბჭომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გამართეს

1-06-2023

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა უფლებებისა და თანასწორობის თემაზე, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო აბულაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მანდატურები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.


საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების, თანასწორობისა და ტოლერანტობის თემებზე შექმნილი პოსტერებისა და ნახატების გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიების მეორე ნაწილი ინტელექტუალურ თამაშს დაეთმო, რომელშიც თბილისის 6 საჯარო სკოლის მე-10 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.


თანასწორობის თემაზე გამართულ ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვება თბილისისN169 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს, ღონისძიების დასასრულს, სერტიფიკატები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.


მიმდინარე თვიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მსგავსი ინტელექტუალური თამაშები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვისაც გაიმართება.