1-06-2023
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს გიოტინგენის უნივერისტეტის მცენარეთა პათოლოგიისა და მოსავლის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი და მოსავლის დაცვის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი, გიოტინგენის უნივერსიტეტის 22 სტუდენტთან ერთად ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში,სტუდენტები მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ, დაათვალიერეს და გაეცნენ მცენარეთა მიკლოკლონური (In-Vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიის მუშაობასა და მიმდინარე კვლევებს.
ენტომოლოგებმა და ფიტოპათოლოგებმა წილკნის ერთწლოვანი კულტურების და ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებიც მოინახულეს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და ამპელოგრაფიულ კოლექციას გაეცნენ.
გერმანიის გიოტინგენის სტუდენტებს სხვადასხვა სოფლის მეურნეობის კულტურის მწარმოებელ ფერმებთან შეხვედრებიც აქვთ დაგეგმილი.