1-06-2023
1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის მე-200 საჯარო სკოლას ეწვია.
მინისტრმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მე-200 საჯარო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან მხარდამჭერ აქტივობას ახორციელებს, რაც თავის მხრივ მოზარდების საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციას უწყობს ხელს.
ვიზიტისას მინისტრმა სკოლის პანსიონში არსებული სენსორული ინტეგრაციის ოთახი და საცხოვრებელი კორპუსი დაათვალიერა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლოს ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ სრულად რეაბილიტირდა. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით სკოლა-პანსიონში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გარე დათბუნების სამუშაოებიც განხორციელდა.