გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვახტანგ ყოლბაია: დღეს უკვე აფხაზეთს თავად აფხაზებიც კარგავენ

15-08-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში უფრო და უფრო მეტად გაისმის რიგითი მოქალაქეებისგან კითხვა, რომ თუ რუსეთი გადაყლაპვას უპირებს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ვინ გადაყლაპავს მათ?

„გავიხსენოთ აფხაზეთის „ოცნება“ დამოუკიდებლობის შესახებ, ორივე მხარეს მივიღეთ აუნაზღაურებელი ადამიანური მსხვერპლი და პრაქტიკულად მომავლის რესურსის განადგურება. რითი სრულდება ეგრეთწოდებული აფხაზეთის სახელმწიფოს პერსპექტივა, რომელსაც ქართველების გარეშე უნდა შეექმნა ეგრეთწოდებული დამოუკიდებელი, სრულფასოვანი სახელწიფოს ახალი მოდელი. და რამივიღეთ ახლა? –რუსეთიის მიერ აფხაზეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შემადგენელ ნაწილად გადაქცევა. მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი ინვესტიციებს არ დაიშურებდა და აფხაზეთს ააყვავებდა, აფხაზების საბედისწეო შეცდომა გამოდგა. 

ყველანი ვხედავთ, რუსეთი ანექსირებულ ტერიტორიებს როგორ ექცევა. კრემლის ყველაზე დიდი ინვესტიცია მიტაცებული ტერიტორიების მილიტარიზაციაა. ესპროცესები აფხაზებს და მათ შორის, აფხაზურ დიასპორასაც კარგად აქვს შესწავლილი და რუსებზე გულაცრუებისა და წყენის კვალი უკვე აშკარად იკითხება.

საბოლოოდ მივიღეთ აფხაზეთი ქართული მოსახლეობის გარეშე, რომელსაც აფხაზები ვეღარ აკონტროლებენ და შეიძლება ითქვას, რომ ისინიც კარგავენ აფხაზეთს. ოღონდ ამას საკუთარი ძალისხმევით და დიდი მეცადინეობით მიაღწიეს. რიტორიკული საუბარი რომ არ გამომივიდეს მინდა მაგალითები მოგიყვანოთ, აფხაზეთის ჩვეულებრივი მოქალაქეები როგორ აღიქვამენ შექმნილ სიტუაციას. ეს ამონარიდები გასაიდუმლოებული არ არის და ინტერნეტში ყველას შეუძლია მოიძიოს:


“გავიგეთ, რომ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების მთავარი გარანტი რუსეთია,
მაგრამ თუ თავად რუსეთი ჩაგვყლაპავს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეგვჭამს?”- აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.


p.s. ვახტანგ ყოლბაიასთან ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge