გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრ ელენა ბუდლიგერს შეხვდა

1-06-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრ ელენა ბუდლიგერს შეხვდა.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პოზიტიურ გავლენას ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2022 წელს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის 30 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 21 პროცენტით გაიზარდა.


ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან თანამშრომლობაზე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, განხილულ იქნა აღნიშნული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე საუბარი წარიმართა ნაყოფიერ ურთიერთობებზე განათლების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის და სხვა სექტორებში. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი ავიაფრენების განახლების მნიშვნელობას ბიზნეს-კავშირების განვითარებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ ბიზნესსექტორის მოწინავე წარმომადგენლები შვეიცარიიდან, რომლებმაც ვრცლად ისაუბრეს საკუთარ პოზიტიურ გამოცდილებაზე საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით.