გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილზე: აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად და გვესაუბრებოდა ტურისტულ სარგებელსა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე

1-06-2023

"აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად და გვესაუბრებოდა ტურისტულ სარგებელსა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე“, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ რუს ტურისტთან ერთად, რუსული დროშის გვერდით ქართული დროშის მყინვარწვერზე აღმართვას.


ქადაგიძე სვამს კითხვას, რატომ გამოფინა იმდროინდელმა პრეზიდენტმა ქართული დროშა ოკუპანტი ქვეყნის დროშასთან ერთად 2013 წელს.


„ვიდეოც ყოფილა, ეს ბოგანო როგორ დაწანწალებს რუს ტურისტებთან ერთად... რა მაზალო რამეა ეს არქივი არა? აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად და გვესაუბრებოდა ტურისტულ სარგებელსა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე...


მაშინ არ იყო ოკუპაცია და კრემლს სხვა მთავრობა მართავდა თუ მაშინ სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იყო? ააა, მაშინ სხვა რამეებს გავალებდნენ თქვენი პატრონები და იმიტომაც ჭიკჭიკებდით განსხვავებულად!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.