1-06-2023
„რა იქნება სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ოპოზიციის შემდეგი ქმედება, არ ვიცით, თუმცა ალბათ ხვდებიან, რომ ბოლო ორდღიანმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა სამიტებმა ცხადყო ერთი რამ - თავად ევროპამ აღიარა, რომ საქართველო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.
როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოპოზიციას არ მოეწონება ევროპიდან წამოსული ეს პოზიტიური გზავნილები და მათგან ახალი პოლიტიკური ოინები მოსალოდნელია.
„ჯერ კიდევ ადრეა დასკვნების გამოტანა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა დადებითი მოლოდინები კიდევ უფრო გაამყარა გუშინ და დღეს ევროპიდან წამოსულმა პოზიტიურმა გზავნილებმა. ისიც გაურკვეველია, თუ რა პოზიციას აირჩევენ საბოლოოდ ოპოზიციის მხარდამჭერი ევროპელი პოლიტიკოსები, მაგრამ ისინი ხვდებიან, რომ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მათი ქმედება ფუჭია. საქართველოს ხელისუფლებამ მათ პოლიტიკური ბრძოლა მოუგო.
ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ მოეწონებოდა პოზიტიური გზავნილები ევროპიდან, რადგან სტატუსის მონიჭების შემთხვევაში ისინი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან და მოახლოებული არჩევნებიც პირწმინდად წაგებული აქვთ. ამიტომ მათი მხრიდან კიდევ ბევრ პოლიტიკურ ოინებს უნდა ველოდოთ.
რა იქნება სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ოპოზიციის შემდეგი ქმედება, არ ვიცით, თუმცა ალბათ ხვდებიან, რომ ბოლო ორდღიანმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა სამიტებმა ცხადყო ერთი რამ - თავად ევროპამ აღიარა, რომ საქართველო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის ფონზე ოპოზიცია ვეღარ შეძლებს ისე წარმატებით იმუშაოს სტატუსის მონიჭების წინააღმდეგ, როგორც მუშაობდნენ აქამდე. თუმცა, საკუთარი ქვეყნის მტრობისთვის ფანტაზიები ეყოფათ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.