გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მირიან კულულაშვილმა თანამდებობა დატოვა

1-06-2023

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარის მოადგილემ მირიან კულულაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომა სავარაუდოდ უკავშირდება ბოლოდროინდელ კორუფციულ სკანდალს და აუდიტის დასკვნას, რომელშიც სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი.


სააგენტო Pia.ge მირიან კულულაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა აუდიტის დასკვნას, ამაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.


კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა და უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა აუდიტის დასკვნას, მირიან კულულაშვილმა უპასუხა:


„კი, მაგრამ არ მსურს კომენტარის გაკეთება, რომ მნდომებოდა საჯაროდ განვაცხადებდი, რასაც ჩავთვლი საჯაროდ სათქმელად, ვიტყვი საჯაროდ“, - აღნიშნა კულულაშვილმა.