გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვახტანგ ყოლბაია: მშვიდობის ენაზე საუბარი არ უნდა მოგვბეზრდეს

15-08-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ჩვენი თანამოძმეები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საბოლოოდ უნდა დარწმუნდნენ, რომ დანარჩენი საქართველოდან მათ არავითარი სამხედრო საფრთხე არ ელით.

მისივე შეფასებით, მთავრობის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ახალ ძალას და შინაარსს იძენს, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გზაზე არსებული ყინულის გალღვობას შეძლებს. 

„საქართველოს ხელისუფლება აფხაზებს და ოსებს სთავაზობს ყველა სიკეთეს, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლების სისტემას და მრავალ სხვა სოციალურ თემებს ახლავს. რაც შეეხება იმ ხაფანგს, რომელიც რუსებმა აფხაზებს და ქართველებს დაგვიგეს, მისგან ხსნა მხოლოდ ერთობლივი მოქმედებითაა შესაძლებელია,თუ აფხაზური საზოგადოება ამას მოიწადინებს. ეს რთულია, ზოგჯერ შეუძლებლადაც გვეჩვენება, მაგრამ რადაც უნდა დაგვიჯდეს, მოლაპარაკების გზით პროცესი ორივე მხარის სასარგებლოდ უნდა შემოვაბრუნოთ. წვეთი ქვას არა ძალით, არამედ წვეთის ხშირი დაცემით ხვრეტს. არ უნდა მოგვბეზრდეს მშვიდობის ენაზე საუბარი. ჩვენი თანამოძმეები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საბოლოოდ უნდა დარწმუნდნენ, რომ დანარჩენი საქართველოდან მათ არავითარი სამხედრო საფრთხე არ ელით“-აცხადებს ყოლბაია.


p.s. ვახტანგ ყოლბაიასთან ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge