გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მილიონ 67 ათას 922 ლარის დანამატი გაიცა

15-08-2018

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2017 წელს მილიონ 67 ათას 922 ლარის დანამატი გაიცა. მონაცემებს აუდიტის სამსახური აქვეყნებს. ამავე სამსახურის ანგარიშის მიხედვით, დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა სათანადოდ დასაბუთებული არაა. 

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების წევრმა, გოგა გულორდავამ. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ როცა პრეზიდენტი სხვას აკრიტიკებდა თანხების არამიზნობრივი გახარჯვის გამო, ახლა კი მის ადმინისტრაციაში ორ მილიონამდე ლარი სრულიად დაუსაბუთებლად დანამატის სახითაა გაცემული, ცხადყოფს, თუ რატომ იცავდა მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის თაობაზე. 

"პრეზიდენტი სხვას აკრიტიკებდა ანალოგიური შემთხვევების გამო, დღეს კი ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორ მილიონამდე ლარი დანამატის სახით არის გაცემული სრულიად დაუსაბუთებლად. აქედან გამომდინარე, ნათელია, თუ რატომ ცდილობს მარგველაშვილი ყოველთვის დაიცვას ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საბიუჯეტო სახსრებიდან ცხრა მილიონი ლარის გაფლაგვისაგან"-განაცხადა გულორდავამ.