გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ახალი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ შეიქმნა

2-06-2023

პლატფორმის პრეზენტაცია ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსექტორის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა ოთარ შამუგიამ,პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ და  გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა,სიტყვით გამოსვლისას, ტყისმნიშვნელობის გაცნობიერებისა და დაცვის ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობის შესახებ ისაუბრეს.

 

„ტყე ჩვენი  საგანძური და უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება, მოვლა და დაცვა სჭირდება. ჩვენი დღევანდელი ღონისძიებაც ამას ემსახურება. ჩვენი მიზანია, რომ ამ პლატფორმის მეშვეობით მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დარგის პროფესიონალებთან ერთად, ჩაერთონ ტყის მოვლა-აღდგენის და დაცვის ღონისძიებებში. მნიშვნელოვნია, გავერთიანდეთ ჩვენი უნიკალური რესურსის დასაცავად და ვიზრუნოთ მასზე. ბოლო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად. პირველი, რასაც  გამოვყოფდი, არის ტყის ახალი კოდექსი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან.  თუმცა, კვლავ არის გამოწვევები, დაკავშირებული ტყის უკანონო სარგებლობასთან. ამ მიმართულებითაც არაერთი ღონისძიება გავატარეთ და გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  გაძლიერებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ამ პროცესის თანამონაწილე და სწორედ ეს პლატფორმა მოგვცემს ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების ეფექტიანი აღსრულებისთვის გაწეული როგორც ფინანსური მხარდაჭერისთვის, ისე ცოდნისა და კომპეტენციების გაზიარებისთვის.


„ეს ინიციატივა,რომლის სათავეშიც დგას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და პირადად ბატონი მინისტრიოთარ შამუგია, ძალიან მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივამ(BIOFIN) დააფინანსა. ისინი მთელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს ახორციელებენ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მათი წარმატებული პროექტი საქართველოში”, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.


პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ სატყეო სექტორში საზოგადოების ჩართულობის კომპონენტის გაძლიერება მნიშვნელოვანია.


„საქართველოს პარლამენტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პლატფორმას, რომელიც სამინისტროს შრომის შედეგად დღეს შეიქმნა. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა”, - განაცხადა მაია ბითაძემ.


მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) ხელშეწყობით შეიქმნა.


პლატფორმა „ტყის მეგობარი“ იწვევს ყველას - კერძო კომპანიებს, მოხალისეებს, როგორც  ინდივიდუალურ პირებს, ასევე იდეის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ და უშუალო მონაწილეობა მიიღონ ტყის გაშენების ღონისძიებებში.


პლატფორმაზე დარეგისტრირებული მონაწილეები ონლაინ რეჟიმში მიადევნებენ თვალს მათ მიერ არჩეული პროექტების მსვლელობას, საინტერესო და სასარგებლო თემატურ ინფორმაციასაც მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტებისგან, ისე გარემოსდამცველებისგან. 


განახლებული ტყის მართვის გეგმების მქონე სატყეო უბნების გათვალისწინებით,  2023 წლისთვის, ტყის გაშენების სამიზნე რეგიონებია   კახეთი,  სამცხე-ჯავახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი. 2024 წლიდან, პლატფორმა 9-ვე რეგიონს მოიცავს.