გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გენადი არველაძემ პაკისტანის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

2-06-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე პაკისტანის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს ასად მაჯიდ ხანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ ქვეყნები დაინტერესებული არიან, განავითარონ კავშირები ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ინოვაციებისა და ტურიზმის მიმართულებით.


პაკისტანის მხარემ გამოთქვა დაინტერესება, ჩამოყალიბდეს სამთავრობო ჯგუფები, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება პრიორიტეტული საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა. აღსანიშნავია, რომ პაკისტანის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში თბილისში საქართველოსა და პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.