გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ამილახვარმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში შეხვედრა გამართა

2-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობების საკითხებში მარკ ელიოტს უმასპინძლა.

 

გიორგი ამილახვარმა მარკ ელიოტთან ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში არსებული ქართველოლოგიის პროგრამის გაფართოებისა და განვითარების დეტალები განიხილა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნული პროგრამის  მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ შემდგომ პროექტებზე მუშაობის პროცესში სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება.

 

თავის მხრივ, ჰარვარდის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და პირადად მინისტრს პროგრამის მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს – მხარეებმა მჭიდრო პარტნიორობის მზაობა გამოთქვეს.

 

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებულია კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.