გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რეგიონში პირველი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები პროფესიულ განათლებაში თსუ-ში ამოქმედდა

2-06-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ამიერკავკასიაში პირველად, პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „პროფესიულ განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ და სადოქტორო პროგრამა „პროფესიული განათლება“ამოქმედდა.


პროგრამები პროფესიული განათლების მიმართულებით მკვლევრების მომზადებაზეა ორიენტირებული.

სამაგისტრო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა რუსუდან სანაძემ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა გერმანელი კოლეგების ჩართულობა მომზადების პროცესში. მისი თქმით, სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ გერმანიაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამების მხარდამჭერია გერმანული ორგანიზაცია (GIZ) და გერმანიის ფედერალური სამინისტრო. რუსუდან სანაძის განცხადებით, რადგან პროგრამები ინგლისურენოვანია, მასზე სწავლა არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ სტუდენტებსაც შეეძლებათ.


ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები, გერმანელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.


პროგრამები შექმნილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ,,კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ და მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის „პროფესიული განათლება და შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ (VoCasian) პროექტების მხარდაჭერით.