გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

''ბასტი ბუბუს'' თანადგომა ვეტერანთა შვილებს

2-06-2023

მიმდინარე წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ''ბასტი ბუბუს'' შემოქმედებითმა ჯგუფმა, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოადგინა მუსიკალური შოუ''პინოქიოს თავგადასავალი'', რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და შპს. ''ბასტი ბუბუს'' თანადგომით, ვეტერანთა 150 მცირეწლოვანი შვილი და შვილიშვილი დაესწრო.


პატარა მსახიობების მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მომღერალთა ხმებს, პატარა მაყურებლების ჟრიამულიც ემატებოდა, რამაც, შოუ, კიდევ უფრო სახალისო გახადა.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მისი პატარა ბენეფიციარების მიმართ გამოხატული თანადგომისა და მათთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის გალამაზებისთვის მადლობას უხდის ''ბასტი ბუბუს'' მესვეურებს, მთელ შემოქმედებით გუნდს და წარმატებებს, ერთიან, ძლიერ და მშვიდობიან საქართველოს უსურვებს.