გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კობა კობალაძე მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა აღმასრულებელ დირექტორს გუსტავო კრუსს შეხვდა

2-06-2023

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა აღმასრულებელ დირექტორს, გუსტავო კრუსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს.


კობა კობალაძემ, გუსტავო კრუსს, სამსახურის სტრუქტურა გააცნო და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს.


მხარეები, სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას. კობა კობალაძემ გუსტავო კრუსი საქართველოში მოიწვია, რათა იგი ადგილზე გაეცნოს იმ საჭიროებებს, რაც ქართველი ვეტერანების წინაშე დგას.


შეხვედრის შემდეგ, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მაიამის სამხედრო და ვეტერანების საქმეთა სამსახურსა და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ და გუსტავო კრუსმა მოაწერეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია, "საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნიკოლოზ ქარჩავა და მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.


ნიკოლოზ ქარჩავამ, შეხვედრაზე, კობა კობალაძეს და გუსტავო კრუსს ორგანიზაციის - "საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების" საპატიო მედლები გადასცა