გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზურაბ ქადაგიძე: ეს არის, მთავარი არხისა და კოლექტიური ნაც-მოძრაობის სახე - გინდათ, რომ წარმატებას მხოლოდ თქვენთან და პოლიტიკურ კონტექსტში ასოცირდებოდეს…

4-06-2023

„ეს არის, მთავარი არხისა და კოლექტიური ნაც-მოძრაობის სახე - გინდათ, რომ წარმატება მხოლოდ თქვენთან და პოლიტიკურ კონტექსტში ასოცირდებოდეს…“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, ქვეყნის ყველა წარმატება პოლიტიკურ ჭრილში განიხილებოდეს მათ სასარგებლოდ.


„არ ვარ სპორტული მიმომხილველი, არც სპორტის და, მით უმეტეს, ფეხბურთის ანალიტიკოსი, მაგრამ ამ ვიდეოს არ გაგიტარებთ! ეს არის, მთავარი არხისა და კოლექტიური ნაც-მოძრაობის სახე - გინდათ, რომ წარმატება მხოლოდ თქვენთან და პოლიტიკურ კონტექსტში ასოცირდებოდეს...


ჰოდა, დავით ერაძე და ვიღაც „იმანო“, მინიმუმ ბოდიში მოიხადეთ და „დედითქვენის მირთმევას“ თავი დაანებეთ, მაგრად „ტეხავს“ ყველაფრის პოლიტიზება, განსაკუთრებით იმის მტკიცება, რისი „ატვეჩაიც“ ვერ ხართ! #ბევრიკვარასაქართველოს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.