გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კასპში წერეთლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

4-06-2023

ქალაქ კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია/მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.


ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ზურაბ გელიტაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.


პროექტს შპს „დინგრუპი“ აწარმოებს,  სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 840 008  ლარს შეადგენს.


პროექტის ფარგლებში, 1 500 გრძივ მეტრ ქუჩაზე  ეწყობა   ეზოში შესასვლელები,  საფეხმავლოები, ნარჩენი ურნის ჯიბეები, რკინაბეტონის კიუვეტები ცხაურებით და საგზაო ნიშნები.


„წერეთლის ქუჩა მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა და დღემდე მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, ამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე სამუშაოები რათა მოსახლეობამ გადაადგილება მალე კეთილმოწყობილი და კომფორტული ქუჩით შეძლოს“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.