მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად ქონებრივი ზიანი მიიღეს და რომლებიც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ.
2013 წელს სამინისტრომ 471, 2014 წელს - 586, 2015 წელს - 736, 2016 წელს კი 905 სტუდენტი დააფინანსა.
განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, სახელმწიფოს მიზანია, სტუდენტთა ხელშეწყობა და ფინანსური მხარდაჭერა როგორც საქართველოში სწავლის, ასევე საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის.
წყარო: reginfo.ge