5-06-2023
„დარწმუნებული ვარ, 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, თუმცა 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ სტატუსს მივიღებთ. პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრი რამ გადაწყდება, დიდი შანსია, რომ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო უარყოფითი პასუხი მივიღოთ. ამასწინათ ერთ-ერთ ძალიან რეიტინგულ დასავლურ გამოცემაში - „პოლიტიკოში“ დაიწერა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა დამთავრდეს ბალკანეთზე და არანაირი საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იქ აღარ მოიაზრება“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ჩვენი პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო გუნდის ძალისხმევის შედეგად კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ნამდვილად არსებობს, თუმცა მის მიღებაში 100%-ით დარწმუნებულნი ვერ ვიქნებით სხვადასხვა პოლიტიკური გარემოების გამო. სამწუხაროდ, საპარლამენტო გუნდის მუშაობა ამ საქმეში მთავარი არ არის.
„დარწმუნებული ვარ, 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, თუმცა 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ სტატუსს მივიღებთ. პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრი რამ გადაწყდება, დიდი შანსია, რომ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო უარყოფითი პასუხი მივიღოთ. ამასწინათ ერთ-ერთ ძალიან რეიტინგულ დასავლურ გამოცემაში - „პოლიტიკოში“ დაიწერა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა დამთავრდეს ბალკანეთზე და არანაირი საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იქ აღარ მოიაზრება.
მით უმეტეს, რომ საქართველო გეოგრაფიულადაც უფრო შორს არის, ვიდრე მოლდოვა. უკრაინას რაც შეეხება, გასაგებია, მის მიმართ სხვა განწყობაა ამ ომის გამო, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებითაც კი მისმა ერთერთმა ყველაზე დიდმა მხარდამჭერმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ, თქვა, რომ 2050 წელი არის ყველაზე ახლო თარიღი, როდესაც შესაძლებელი იქნება უკრაინის ხილვა ევროკავშირში მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას. ამისთვის ყველაზე ახლო თარიღად მან 2050 წელი დაასახელა.
როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ 12 რეკომენდაცია მხოლოდ ფორმალურად სრულდება, ფორმალურში რას გულისხმობენ, თავადაც არ იციან. როდესაც საქმე ობიექტურ შეფასებაზე მიდგება, ვხედავთ, რომ საქართველო არის ბევრად წინ, ვიდრე ჩვენი პარტნიორები, თუნდაც აღმოსავლეთიდან. დარწმუნებული ვარ, ეს რეკომენდაციები მთლიანად შესრულდება.
როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. არ მინდა, ისე გაიგოთ ჩემი ნათქვამი, თითქოს იმედი საერთოდ არ არის. თუნდაც ორიოდე დღის წინ, როდესაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო დასავლეთის ქვეყნებში, პირდაპირ თქვა, ყველა ლიდერი, ვისაც ველაპარაკები, გამოხატავს მზადყოფნას დასახმარებლად და ამბობენ, რომ სურთ ჩვენი მათ რიგებში ხილვა და მათი კარი ღიაა ჩვენთვის. იმედები არსებობს, რაც არის იმ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ეწევა, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო გუნდი და საგარეო საქმეთა სამინისტრო. მეორე მხრივ, ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, ჩაშალოს მთელი ეს პროცესი, თუმცა ამ შემთხვევაში საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაკლებადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მუშაობს ხელისუფლება და როგორ მავნებლობს ოპოზიცია.
ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის, იმისათვის, რომ გადმოაბიჯოს შავ ზღვასა და თურქეთს, რომელიც 1999 წლიდან კანდიდატის სტატუსის მატარებელია და თქვას, რომ მზად არის საქართველოს ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.