გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფლები გორის რაიონში, რომლებიც კომუნისტებმა ,,გააერთიანეს"

16-08-2018

არქივში 1940 წლით დათარიღებული ნუსხა მოიძებნება, სადაც ის სოფლებია ჩამოთვლილი, რომლებიც ცალკე დასახლებას წარმოადგენდა. 1940 წლის შემდეგ, სოფლების ნაწილი მეზობელ დასახლებებს შეუერთეს და ერთ-ერთი მათგანის სახელი დაუტოვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ გორის რაიონისა და ქალაქ გორის სტატისტიკურ კრებულშია (1988 წლის გამოცემა) დაცული.

ამ მხრივ კლასიკური მაგალითია დიდი და პატარა ოხერა. დღეს ამ სახელით სოფელ ხიდისთავში უბნები მოიხსენიება. 

,,1940 წლის სოფლების სიაში შეტანილი იყო სოფელი ხიდისთავი, დიდი ოხერა და პატარა ოხერა. ამჟამად, შეტანილია მხოლოდ ხიდისთავი" - აღნიშნულია დოკუმენტში. 1940 წლის მონაცემებით, დიდ ოხერაში 228 კომლი ირიცხებოდა.

რაც შეეხება სხვა სოფლებს, მაგალითად, სოფელი მეჯვრისხევი 40-იანი წლების სიაში არ იხსენიებოდა. არის ნახსენები მასში შემავალი 4 უბანი: ჩარხის უბანი, ძეციხურა, შრომის უბანი და მექვაბიანთ უბანი. ეს მდგომარეობა კარგა ხანს გრძელდებოდა.

სოფელი ტყვიავი ცალკე წარმოდგენილი არ ყოფილა. არსებობდა ორი ტყვიავი - ზემო და ქვემო ტყვიავი. არსებობდა, ასევე, ორი სკრა - ზემო და ქვემო სკრა.

სტატისტიკის სამსახურის საარქივო ცნების მიხედვით, გორის რაიონში 161 სოფელი იყო რეგისტირებული (დღეს დაახლოებით 101-ია).

1940 წელს არსებობდა ის 14 სოფელი, რომელიც დღეს მთლიანად დაცლილია. ესენია:

გალიხევი - 10 კომლით (სკრის საბჭო);
ქვემო ბალვანი - 15 კომლი (ბოშურის თემი);
ფეტვის ხევი - 11 კომლი (ბოშურის თემი)
სიქალეთი - 36 კომლი (ბოშურის თემი)
საჯია - 34 კომლი (მღებრიანის თემი)
ზემო ბალვანი - 15 კომლი (მღებრიანის თემი)
თვლევნარი - 25 კომლი (ზემო ახალსოფლის თემი)
იური - 19 კომლი (ზემო ახალსოფლის თემი)
ხვწე - 27 კომლი (საყავრის თემი)
ფილათი - 9 კომლი (საყავრის თემი)
ყანობილი - 19 კომლი (საყავრის თემი)
მთადეკეული - 12 კომლი (საყავრის თემი)
ზეგარდა (10 კომლი) - შავშვების თემია
ავაზანი - 7 კომლი (შავშვების თემი). სავარაუდოდ, ამ სოფლიდანაა ავაზნელების გვარი.

"შიდა ქართლი"