გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავის კვების ობიექტებში დარღვევები დაფიქსირდა

16-08-2018

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში საწარმოო პროცესი 2 რესტორანს შეუჩერა.

ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა, დროებით იქნა დახურული და დარღევების აღმოფხვრის შემდგომ განაგრძეს მუშაობა.
ინსპექტირება განხორციელდა ივლისის თვეში და სულ ქალაქის მასშტაბით 27 ობიექტი შემოწმდა.

დარღვევები დაფიქსირდა რეგიონის მასშტაბითაც. სულ ქვემო ქართლში 89 ობიექტში ჩატარდა ინსპექტირება, აღებულია 61 სურსათის ნიმუში.
რეგიონის მასშტაბით პროცესი სამ საზოგადოებრივი კვების ობიექტს შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.

"inforustavi"