გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ პოზიტიური მშობლობის კვირეულს აღნიშნავს

5-06-2023

  • „ჯიპიაის“ თანამშრომლებისთვის ტრენინგებს UNICEF-ის ექსპერტ-ფსიქოლოები ატარებენ.

5 ივნისი, 2023 წელი, თბილისი, საქართველო: ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ პოზიტიური მშობლობის კვირეულით აღნიშნავს. სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლებისთვის სემინარებს გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ექსპერტ-ფსიქოლოგები ატარებენ. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, ჯგუფები კი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით იყოფა: 0-5 წლამდე ბავშვების მშობლები, 6-10 წლამდე და 11-18 წლამდე ბავშვების მშობლები. პირველი ჯგუფისთვის სემინარი უკვე შედგა.

„ჯიპიაის“ თანამშრომლებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ფსიქოლოგმა ზანდა ჩეჩელაშვილმა გაუზიარა. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის შვილებთან კომუნიკაციის ფორმები, პოზიტიური აღზრდის მეთოდები და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების გზები.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი, თინათინ სტამბოლიშვილი: UNICEF-ის როლი ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის კეთილდღეობაში ფასდაუდებელია. „ჯიპიაი ჰოლდინგს“ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კამპანიებში მონაწილეობა. ჩვენი კომპანიისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხი პრიორიტეტია, კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კი სწორედ თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვაა. როცა საკითხი პოზიტიურ მშობლობასა და ბავშვთა აღზრდის გზებს შეეხება, თანამშრომლებზე ზრუნვა პროპორციულად აისახება საზოგადოებაზე რადგან პრობლემები სათავეს ხშირად სწორედ ბავშვიდან იღებს. სწორედ ამიტომ ჩვენს თანამშრომლებს მივეცით შესაძლებლობა, რომ გაეგოთ მეტი პოზიტიური აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით.


გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის დირექტორი, მაია ქურციკიძე: „იმისთვის, რომ ბავშვი მზრუნველ გარემოში გაიზარდოს და მას ჰქონდეს საშუალება სრულად განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, მნიშვნელოვანია ,რომ მშობლები მიმართავდნენ სწორედ პოზიტიური აღზრდის მეთოდებს. ეს ნიშნავს ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ კომუნიკაციას: მშობელი უსმენს შვილს, შვილი კი უზიარებს მას საკუთარ მოსაზრებას - ამ მეთოდით ბავშვი იზრდება უფრო ლაღი და თავადაც პრობლემის გადაჭრისთვის იყენებს არაძალადობრივ მეთოდებს. UNICEF-მა პოზიტიურ მშობლობას მთელი თვე მიუძღვნა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საგანმანათლებლო პროცესში ბიზნესი აქტიურად ჩაერთო. კომპანიებში უამრავი დასაქმებულია, რომელიც თავად არის მშობელი. მშობლობა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა და ჩვენი მიზანია, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია და გავუზიაროთ ცოდნა - პოზიტიურ მშობლობასთან დაკავშირებით.


„ჯიპიაი ჰოლდინგს“ UNICEF-თან თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. სადაზღვევო ბაზრის წამყვანი კომპანია „ბიზნეს მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის“ წევრია. საბჭო სწორედ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერაა დაარსებული. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვა და ამ პროცესში ბიზნესის აქტიური მონაწილეობაა.