გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: გამოდის, რომ ევროპა და ამერიკა თუკი ვაჭრობენ რუსეთთან, ეს კარგი რუსები არიან, ხოლო თუ რუსეთი ჩვენთან ფრენებს აღადგენს და ჩვენი მოქალაქეები ამ შეღავათით ისარგებლებენ, ის ცუდი რუსები არიან

5-06-2023

„რა მოხდა 2008 წელს ევროკავშირში და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან რა რეაგირება იყო აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ეს ძალიან კარგად იცის ყველამ - ამის შემდეგ კრემლში სამხედრო აღლუმშიც მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და მათ ვერაფერი გამოუვათ, მაგრამ საზოგადოებას ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რა ტიპის რადიკალური ოპოზიცია გვყავს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.


მისი თქმით, ოპოზიციას აქვს ორმაგი სტანდარტი. კერძოდ, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ, 2013 წელს სააკაშვილი ავიდა და რუსეთის დროშა ააფრიალა მწვერვალზე, ეს არაფერია, ხოლო თუ ვინმემ პირდაპირი ფრენით ისარგებლა და ჩამოვიდა (რადგან მაინც ჩამოდის), უბრალოდ ამ შეღავათით ისარგებლა, ეს ყოფილა თურმე რუსეთუმეობა.


„აქ არის ასეთი მოცემულობა, რომ როგორც კი ამერიკული კანონი გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, ის მაშინვე ხდება რუსული კანონი, იგივე ხდება რუსეთთან მიმართებაში.


მაგალითად ის, რომ რუსეთთან ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა ქვეყანას აქვს სავაჭრო ბრუნვა არა მხოლოდ შენარჩუნებული, არამედ - გაზრდილი. ასევე, შეერთებულ შტატებს სავაჭრო ბრუნვა აქვს გაზრდილი.


მილიარდობით ევროს ექვივალენტი რუბლი შესდის რუსეთს და ეს რამდენი ტანკია თითოეულ დღეში, რომელსაც ევროპა და ამერიკა ჩუქნის რუსეთს იმისთვის, რომ შემდეგ ებრძოლოს უკრაინას, ეს უკვე სპეციალისტებმა დათვალონ. გამოდის, რომ ევროპა და ამერიკა რომ ვაჭრობენ რუსეთთან, ეს კარგი რუსები არიან, ხოლო თუ რუსეთი ჩვენთან ფრენებს აღადგენს და ჩვენი მოქალაქეები ამ შეღავათით ისარგებლებენ, ის ცუდი რუსები არიან. თუ ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან მიიღებს რუბლებს და ამით ისიამოვნებს, ის კარგი რუსებისგან წამოსული რუბლებია.


იგივე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მან უნდა ისარგებლოს ამ რუბლებით და ეს არ არის ის, ანუ პუტინის რუსეთი, საიდანაც იგი ფულს იღებს, ხოლო საქართველოს ასიათასობით მოქალაქემ, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, უნდა იწვალოს - ან ლარსიდან უნდა შემოვიდნენ, ან სხვა ქვეყნიდან გადმოფრინდნენ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც ელენე ხოშტარია აეროპორტში აპირებდა მისვლას რუსეთიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავის დასახვედრად, მაშინ მეგონა, რომ ვიხუმრე როდესაც ვთქვი, ალბათ თავისი რუბლებისთვის თუ მიდისმეთქი და თურმე სიმართლე ყოფილა. ალბათ, საგადასახადოს ჩეკს ელოდებოდა და ამიტომ მივიდა იქ. იმასაც კი ვერ ახერხებენ და იმდენი ნიჭიც არ ჰყოფნით, რომ ბოლოს და ბოლოს ეს გადარიცხვები რაღაც სხვა მეთოდით მაინც შეცვალონ, რადგან მათთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს თემა გაყოფილია და უკვე ორმაგი კი არა, ბევრმაგი სტანდარტი აქვთ.


მაგალითად, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ, 2013 წელს სააკაშვილი ავიდა და რუსეთის დროშა ააფრიალა მწვერვალზე, ეს არაუშავს, ხოლო თუ ვინმემ პირდაპირი ფრენით ისარგებლა და ჩამოვიდა (რადგან მაინც ჩამოდის), უბრალოდ ამ შეღავათით ისარგებლა, ეს ყოფილა თურმე რუსეთუმე. ასევე, ახლა რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს თურმე რუსული პოლიტიკაა და თვითონ ბევრად უარესს რომ ამბობდნენ (და არაერთხელ გვიჩვენებია ჩვენ ეს ვიდეოები) სააკაშვილით დაწყებული და დეპუტატებით და იგივე, ხოშტარიათი დამთავრებული (რომელიც ამბობდა, რომ აუცილებელია, აქ იყვნენ არა მხოლოდ რუსი ტურისტები, არამედ - რუსული ინვესტიციებიც), ეს თურმე მაშინ სხვა რუსეთი იყო. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაზეც ვერც ერთი ოპოჟურნალისტი პასუხს ვერ გვცემს, როდესაც ვეკითხები - შენთვის 2008 წლის აგვისტოს ომი იგივე არ არის, რაც დღეს ხდება უკრაინაში? როდესაც ვსაუბრობთ, რომ მაშინ სხვა დრო იყო და ახლა სხვა მოცემულობაა - ნურას უკაცრავად, მაგრამ ეს ერთი და იგივეა.


2008 წელს იგივე მოცემულობა იყო საქართველოსთან მიმართებაში, რაც ახლა ხდება უკრაინაში. რა მოხდა 2008 წელს ევროკავშირში და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან რა რეაგირება იყო, ეს ძალიან კარგად იცის ყველამ - ამის შემდეგ კრემლში სამხედრო აღლუმშიც მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და მათ ვერაფერი გამოუვათ, მაგრამ საზოგადოებას ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რა ტიპის რადიკალური ოპოზიცია გვყავს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.