გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის მდგომარეობა მხოლოდ მისი ქცევითაა გამოწვეული - მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მოუწოდოს, საპატიმროს შეეგუოს და სასჯელი ღირსეულად მოიხადოს

5-06-2023

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით დასტურდება, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი მისივე ქცევაა.


როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ყველამ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმა, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოუწოდონ, რომ სასჯელაღსრულების პირობებს შეეგუოს და სასჯელი ღირსეულად მოიხადოს.


„იცით, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშის საფუძველი გახდა. ელჩები იუსტიციის მინისტრთან მივიდნენ ამ თემის გამო, თუმცა ამ დემარშს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გასცა პასუხი. მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარების მიღების თვალსაზრისით არანაირი შეზღუდვა არ აქვს. მას ყველა სათანადო სერვისი და მომსახურება მიეწოდება. ამით დასტურდება ისიც, რომ ის მდგომარეობა, რაზეც ის და მისი ახლობლები საუბრობენ, მხოლოდ მისი ქცევითაა გამოწვეული. მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ნაცვლად თვითდაზიანების წახალისებისა, ყველამ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმა მოუწოდონ მიხეილ სააკაშვილს, რომ სასჯელაღსრულების პირობებს შეეგუოს და სასჯელი ღირსეულად მოიხადოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.