5-06-2023
„როდესაც ეს ადამიანები მორჩნენ ლავროვის ნათესავების დევნას (ვერცერთი ვერ იპოვეს), დღეს ეძებენ მითური კადიროვის ვიღაც-ვიღაცეებს და აბსოლუტურად ბუნდოვან ფეიკ დეზინფორმაციაზე აგებულ კამპანიას აწარმოებენ - ამას რა დავარქვათ?:, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.
ქართველიშვილის თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სააკაშვილს არაერთი ჩეჩენი საველე მეთაური ჰყავდა საქართველოში ჩამოყვანილი და ბევრ მათგანს საქართველოს მოქალაქეობაც მიანიჭა.
„დავდივართ ისევ ორმაგი სტანდარტების თემასთან. რასთან გვაქვს საქმე? როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს, არაერთი ჩეჩენი საველე მეთაური - ბოევიკი (ამას აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვიძახი) ჩამოყვანილი ჰყავდა იმდროინდელ მთავარსარდალს და გამოკეტილი ჰყავდა ეს რაზმები შავნაბადას ბაზაზე, ამის შესახებ ძალიან კარგად იცის და მოგვიყვება (სულ ახლახან „ნაცების“ პოლიტსაბჭოში შეყვანილი) ერთ-ერთი გენერალი, რომელიც მაშინ შავნაბადას ერთ-ერთი სპეცრაზმის მეთაური იყო, უშუალო შეხება ჰქონდა ზუსტად იმ ჩეჩნეთის საველე მეთაურებთან და ბოევიკებთან, რომლებიც შემდგომ ხან ლაფანყურის ოპერაციის დროს ჰყავდათ ჩართული, ხან კიდევ რას აკეთებდნენ, ღმერთმა იცის. როდესაც ეს ადამიანები მორჩნენ ლავროვის ნათესავების დევნას (ვერცერთი ვერ იპოვეს), დღეს ეძებენ მითური კადიროვის ვიღაც-ვიღაცეებს და აბსოლუტურად ბუნდოვან ფეიკ დეზინფორმაციაზე აგებულ კამპანიას აწარმოებენ - ამას რა დავარქვათ?
იმ დროს ჩამოყვანილი ეს ჩეჩნები დღესაც საქართველოში არიან. ამ ჩეჩნების უმრავლესობისთვის სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა აქვს მინიჭებული, იმ სააკაშვილს, რომელმაც ძალიან ადვილად დაანება თავი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას. დღეს კიდევ რაღაც პრეტენზიები აქვს, თავისთვის უკვე უცხო ქვეყანასთან - ამ უსამშობლო ყოფილ პრეზიდენტს.
ამიტომ, ეს ყველაფერი ამაზრზენია, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას იმიტომ, რომ როდესაც ხოშტარიას ოჯახი იძახის (მოდით ტანკის საფასურს თავი დავანებოთ მაგრამ) ერთ-ერთ ტანკში ძრავა რომ არ ჩაიდო მათი დამსახურებაა იმიტომ, რომ ძრავის ფული მაინც გამოართვეს რუსეთის ბიუჯეტს და წამოიღეს აქ საქართველოში, - ამისთვის თურმე ჩვენ ღირსების ორდენით უნდა დავაჯილდოვოთ ხოშტარია და მამამისი.
ისეთივე შემართებით, რა შემართებით არიგებდა ამ უმაღლეს ჯილდოს სააკაშვილი და აჯილდოებდა ხან მეგის ქარდავას, ხან იანუკოვიჩს. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ეს ყველაფერი ორმაგი სტანდარტი კი არა, მართლა ათმაგი სტანდარტია“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.