გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: ჩვენ ვემზადებით, რომ ვუმასპინძლოთ ღირსეულად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში; სრულად განვაახლეთ 10 ობიექტი

6-06-2023

თქვენ ნახეთ, რომ სრულად განვაახლეთ 10 ობიექტი და თქვენ ახლა უყურებთ ქუთაისის განახლებულ სტადიონს. ეს შენობა პრაქტიკულად ნულიდან ავაშენეთ, ის ძველი შენობა რაც იყო დავანგრიეთ და ახალი აშენდა, 35 მლნ ლარი დაიხარჯა იმისთვის, რომ ქუთაისს ქონდეს ასეთი, უეფას უმაღლესი სტანდარტის, ანუ მე-4 კატეგორიის შესაბამისი სტადიონი, შესაბამისი საფარით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველო ემზადება, რომ ღირსეულად უმასპინძლოს უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს.


„ჩვენ ვემზადებით, რომ ვუმასპინძლოთ ღირსეულად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მიიღებს მონაწილეობას, პირველი თამაში გაიმართება თბილისში, დინამოს სტადიონზე და პირველი თამაში იქნება საქართველოსა და პორტუგალიას შორის.


ძალიან მიხარია, დღეს დილით ასევე დავათვალიერე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიც, 32 მლნ ლარი დაიხარჯა და იქაც სრულად განახლდა ყველაფერი, თანამედროვედ მოეწყო და ასევე ბათუმში ორი სტადიონი ავაშენეთ, ქობულეთში ერთი, წყალტუბოში და ა.შ. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სასახელო ფეხბურთელებს, ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, ამ ქალაქს, ქუთაისს, ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან, ახალ სტადიონს,"- განაცხადა პრემიერმა.