გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სერგეი შამბა: დროა, საქართველოსთან როგორმე დიალოგი დავიწყოთ

16-08-2018

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით,  დროა აფხაზეთმა საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს, როგორც „მეზობელმა ქვეყნებმა“.


აღნიშნული განცხადება მან რუსულ გამოცემასთან „ეხო მასკვისთან“ გააკეთა.


„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთობლივ მომავალზე, რადგან მეზობელი ქვეყნები ვართ და ბედმა ერთმანეთის გვერდით არსებობა გვარგუნა. მეზობელ ქვეყნებს შორის ვგულისხმობ არამხოლოდ საქართველოს. ევროპულ სახელმწიფოებს შორისაც ყოფილა კონფლიქტები. ისინი ერთმანეთს ეომებოდნენ. მაგრამ ყოველთვის დგება ურთიერთობის დარეგულირების დრო. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთან სწორედ ასეთი დიალოგის დაწყება შეიძლება.

მივიჩნევ, რომ მოლაპარაკების ამ გზის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს მომავალზე რაღაც დიალოგი დაიწყება“ - განაცახადა სერგეი შამბამ.


რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში სერგეი შამბამ  ასევე  აღნიშნა, რომ  საქართველოსთან მოლაპარაკებებს არაერთგზის ეცადნენ, მაგრამ უშედეგოდ.

 

„იმედი გვქონდა, რომ ურთიერთობის რაღაც ფორმატზე მაინც შევთანხმდებოდით. თანახმა ვიყავით ფედერაციულ ურთიერთობაზე. შემდეგ საუბარი იყო კონფედერაციულ შეთანხმებაზე. პრიმაკოვის შუამავლობით განვიხილეთ ვარიანტი, რომელსაც „ერთობლივი სახელმწიფო“ ეწოდებოდა. თუმცა, ყველა ჩამოთვლილ შეთავაზებაზე საქართველო უარს ამბობდა. ძალიან ხშირად ახლოს ვიყავით კონსენსუსთან. თუმცა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ქართულმა მხარემ ყველა პროექტზე უარი თქვა“, – განაცხადა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუს დროს სერგეი შამბამ.