6-06-2023
ჩვენმა ხალხმა რომ გაიგოს კიდევ ერთხელ, ქალბატონი ხოშტარია, რომელსაც არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია, მის პარტიას, დადიან, ეწევიან დესტრუქციულ საქმიანობას, აყენებენ შეურაცხყოფებს ადამიანებს და მათ შორის, ჩვენს საამაყო პოლიციელებს. და ვითომ, ერთ-ერთი ხმალამოღებით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი, ადამიანი, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი, ამას არავითარი პროტესტი არ უჩნდება.
„საერთოდ, მე მინდა უფრო ვრცლად გიპასუხოთ ამ თემაზე, რომ კითხვა დაუსვით აი ამ ადამიანებს, რა გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე? რატომ დააგვიანეს? რატომ არ დაიწყეს მოლაპარაკებები იგივე ასოცირების შეთანხმების თაობაზე, უვიზო რეჟიმზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, 3 წელი დააგვიანეს. დაიწყო მანამდე მოლდოვამ, უკრაინამ და ყველამ, 3 წელი. 3 წელი კი არა 3 დღე რომ დაგვეგვიანებინა ჩვენ, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა ამბავს ატეხავდნენ აქ?! ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი. ადამიანი, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი, ამას არავითარი პროტესტი არ უჩნდება, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან მიიღოს რუსული ფული და გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას. არ მინდა ბევრი ვისაუბრო, ხოშტარიამ მიხედოს თავის თავს", - განაცხადა პრემიერმა.