6-06-2023
კომუნიკაციების კომისიისა და ირლანდიის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის (ComReg) ორგანიზებით, დუბლინში აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების (EaPeReg) 21-ე პლენარული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ გახსნა, როგორც, EaPeReg-ის ქსელის 2023 წლის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა, EaPeReg-ის ექსპერტული ჯგუფების მიერ, 2023 წელს განხორციელებული სამუშაოები და დაგეგმილი აქტივობები მიმოიხილეს. ამასთან ერთად, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების გენერალური დირექტორატის (DG Near) წარმომადგენელმა, ევროკომისიის ხელშეწყობით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებზეც ისაუბრა. მათ შორის, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პარტნიორ ქვეყნებს შორის, როუმინგის რეგიონულ ხელშეკრულებას ხელი 2023 წლის ბოლოსთვის უნდა მოეწეროს.
პლენარულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ევროპული ორგანოს (BEREC), ევროკავშირისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელის (EMERG) და პარტნიორი ქვეყნებისთვის ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის (EU4Digital) წარმომადგენლები.
EaPeReg-ის მომდევნო, რიგით 22-ე პლენარული შეხვედრა 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, თბილისში გაიმართება და მას კომუნიკაციების კომისია უმასპინძლებს.