გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა

6-06-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

დელეგაციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ატაშე საქართველოში კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორში ლიზი ვენვაიმელბიკი ხელმძღვანელობდა.


შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და ყურადღება ქვეყნისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


მინისტრის მოადგილემსაქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნარჩენების მართვის, ასევე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის საკითხებს.


ლიზი ვენვაიმელბიკის განცხადებით, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ნაწილში  საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესი აქვს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. 


როგორც ატაშემ აღნიშნა, ევროკავშირის დახმარება მომავალშიც გაგრძელდება და კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე, მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის სურვილი გამოთქვა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.