1-12-2017
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მედპერსონალი გაიფიცა. გაფიცვის მთავარ მიზეზად დაგვიანებულ ხელფასებს ასახელებენ.
როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ გაფიცვის მიზეზი დაგვიანებული ხელფასებია.
მათ ამდრომდე ოქტომბრის ხელფასიც არ მიუღიათ. ადმინისტრაცია ვერ ეუბნება მათ თუ როდის შეძლებენ კუთვნილი ხელფასების მიღებას „ჩვენ ადამიანები ვართ გვყავს ოჯახები, ღამეებს ვათენებთ იმისთვის რომ პაციენტებს მოვემსახუროთ, გვაქვს ბანკის ვალები პასუხისმგებლობა ბანკთან ურთიერთობაში, ვერავინ გვეუბნება თუ როდის დარიგდება ხელფასი, აქედან გამკომდინარე გადავწყვიტეთ პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა"-გვეუბნებიან ექიმები.
"თუ ჩვენი სახელფასო დავალიანების გასტუმრება დროულად არ მოხდება, დავწერთ ყველა ერთად განცხადებას და წავალთ სახლში. ასე არ შეიძლება, ახლაც ბანკიდან მირეკავენ, იმიტომ, რომ პროცენტის გადახდა დამაგვიანდა. როგორ ავუხსნა ბანკის თანამშრომლებს, რომ კუთვნილ ხელფასს ვერ ვიღებ და ამის გამო შემექმნა პრობლემა? გაითვალისწინებს"?
"ისედაც მიზერულია ჩვენი ხელფასები და ამის დაგვიანებაც უკვე აუტანელია. ჩვენ არ გავურბივართ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას პაციენტების წინაშე და მათ უყურადღებოდ არ დავტოვებთ, მაგრამ, ადამიანები ვართ ჩვენც. რაც გვეკუთვნის იმას ვითხოვთ, მეტს ხომ არა? ვერაფერს ვერ გვპასუხობენ როდის იქნება, რატომ შეიქმნა პრობლემა, არაფერი არ ვიცით.
მედალფას გენერალური დირექტორი, გია ამბროლიანი აცხადებს, რომ პრობლემის შექმნა საყოველთაო დაზღვევის მხრიდან კლინიკის დაჯარიმებამ გამოიწვია:
"საყოველთაო დაზღვევამ კლინიკა 800 000 ლარით დააჯარიმა. შესაბამისად, ეს თანხები აისახება შემოსავლებში და რა პროპორციითაც არის დანაკლისი იმ პროპორციით დარიგდება ხელფასები.