გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე ზატულინის განცხადებაზე: რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცდება სააკაშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის თანაოკუპანტური ქმედებები

6-06-2023

რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცდება სააკაშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის თანაოკუპანტური ქმედებები, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე რუსეთის დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, წერს, სადაც ზატულინი აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს".


გია აბაშიძის თქმით, ზატულინმა დაადასტურა, რომ რუსეთისთვის უმჯობესი იქნებოდა, 2008 წლის ომის სცენარი გამეორებულიყო, სადაც, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ოკუპანტ ქვეყანას მწვანე შუქი აუნთო, შემდეგ სტრატეგიული ობიექტები გადასცა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზციაში გაწევრიანებაზეც თანხმობა განუცხადა.


„რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცდება სააკაშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის თანაოკუპანტური ქმედებები. ერთ-ერთი რაშისტი, სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს. მარტივად - აგრესორი ქვეყნის დეპუტატმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო. 2008 წლის აგვისტოში, უსამშობლო სააკაშვილმა და მისმა ავაზაკებმა კრემლს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოს დასაპყრობად.


შემდეგ იყო კაპიტულანტურ რეზოლუციაზე თანხმობა ევროპის საბჭოში, სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, WTO-ში შესვლაზეც მწვანე შუქი და ა. Შ. მოღალატე ნაცსექტის მესვეურებს ჯერ არ უგიათ პასუხი სამშობლოს გაყიდვაზე, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევთ!“ - წერს აბაშიძე Facebook-ზე.