გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: FARA-ს მეშვეობით ქართულმა საზოგადოებამ უკვე მეორედ მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანი და კარგი ყოფილა ეს კანონი

6-06-2023

„აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ აგენტების შესახებ ამერიკული კანონი FARA-ს მეშვეობით, თანაც უკვე მეორედ. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ეს კანონი და, თურმე, როგორი კარგია იმისთვის, რომ ვიცოდეთ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე მედიასივრცეში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საიდან და როგორ ფინანსდებიან ისინი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.


მისი თქმით, FARA-ს მეშვეობით მიღებული ინფორმაცია ხაზს უსვამს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია. იგი საშუალებას აძლევს საზოგადოებას, უკეთესად განსაჯოს, ვინ ვინ არის და ვინ რა მიზნით იღვწის.


"რადგან კეზერაშვილი პიარ-კამპანიის განხორციელებას გეგმავს საერთაშორისო მასშტაბით, როგორც ჩანს, სამართლებრივი ბრძოლის საშუალება და სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნია. ჩვენ გვახსოვს მისი განცხადება, რომ BBC-ის სიუჟეტის საპასუხოდ ის აუცილებლად იჩივლებდა, თუმცა, როგორც ჩანს, გადაიფიქრა სასამართლოში ჩივილი იქიდან გამომდინარე, რომ, ალბათ, არ არის ამ დავის მოგების საშუალება ჩვეულებრივი სამართლებრივი გზით. ახლა კი ცდილობს იმიჯის შექმნას, რისთვისაც დაიქირავა ამერიკული კომპანია, რომელმაც უნდა ჩაუტაროს ე.წ რეპუტაციის აღმდგენი პიარ-კამპანია, რათა შელახული იმიჯი და რეპუტაცია აღიდგინოს.


აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ აგენტების შესახებ ამერიკული კანონი FARA-ს მეშვეობით, თანაც უკვე მეორედ. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ეს კანონი და, თურმე, როგორი კარგია იმისთვის, რომ ვიცოდეთ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე მედიასივრცეში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საიდან და როგორ ფინანსდებიან ისინი.


 ვფიქრობ, ასეთი ტიპის ხარჯების შესახებ საზოგადოებამ ნამდვილად უნდა იცოდეს ისევე, როგორც გავიგეთ, სააკაშვილის ოჯახმა როგორ დაიქირავა 1 000 000$-ზე მეტად ლობისტური კომპანია და ვფიქრობ, ეს საშუალებას აძლევს საზოგადოებას, უკეთესად განსაჯოს, ვინ ვინ არის და ვინ რა მიზნით იღვწის", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.