6-06-2023
"ცნობისათვის, 10 წლის წინ დევნილებზე გამოყოფილი თანხა 25 მილიონ ლარამდე იყო, ხოლო 2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს 235 მილიონამდე ლარს შეადგენს!", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
იგი ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასავლეთ საქართველოში ვიზიტს, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მონახულებას და დევნილებისათვის ბინების გადაცემას.
ქადაგიძე ოპოზიციურ ტელეარხებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ მთელი დღის წესრიგი მხოლოდ ფეიქსა და სკანდალზე აქვთ მორგებული, ხოლო პოზიტივს არ აშუქებენ.
"პირდაპირი ჩართვა ჯანდაბას არა, მაგრამ თქვენი მახინჯი ანტურაჟისათვის, ორი სიტყვით მაინც გეხსენებინათ რა მასშტაბის პროექტები ხორციელდება ქვეყანაში... თუმცა სად თქვენ და სად პოზიტივი? მთელი დღის წესრიგი, სკანდალზე, ფეიკზე, ძალადობასა და აბსტრაქტულ რეალობაზე გაქვთ მორგებული.
მერე ყველა პოლიტიკურ პროცესს პირწმინდად აგებთ და გიკვირთ, რატომ ხართ იმ სანაგვეში, სადაც თქვენ თვითონ გაამწესეთ თავები! დღეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პირადად გაეცნო "განახლებული რეგიონების" მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს.
სპორტული მოედნები, ოლიმპიური აუზი, სპორტული ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებით - 480 დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული ბინა გადაეცა და ჯამში 800-ზე მეტი ოჯახი მიიღებს. ცნობისათვის, 10 წლის წინ დევნილებზე გამოყოფილი თანხა 25 მილიონ ლარამდე იყო, ხოლო 2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს 235 მილიონამდე ლარს შეადგენს!", - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.