გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებაზე: ყველა საფეხური სამართლებრივად დახვეწილია და პასუხობს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების მოთხოვნათა ყველა

7-06-2023

„დესტრუქციული ოპოზიცია ამ სავალდებულო ცვლილებებში ისევ რუსეთის მოქალაქეებზე მორგებულ მოდელს ხედავს, რაც არასწორია და საკითხში გაუთვიცნობიერებელის განწყობას ტოვებს," - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მთავრობის ინიციატივას, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ.


მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე პრემიერის დავალებით მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა.

„საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. ამ საკითხზე პრემიერის დავალებით მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა. წარდგენილი ინიციატივა პასუხობს საქართველოს კონსტიტუციურ დანაწესს - სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.


ასევე სრულადაა გაზიარებული UNHCR (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მოთხოვნები. მაგ: მოქალაქეობის არმქონეებს შეუმცირდეთ ცენზი.

უფრო დეტალურად - საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში შემდეგი ცვლილებები შედის: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დაიზოგება დრო და რესურსი. პირს უფლება ექნება, წარუმატებლობის შემთხვევაში, გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად.


იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება დადებითი შედეგი, ეს ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე მცირდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.


გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება. ყველა საფეხური სამართლებრივად დახვეწილია და პასუხობს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების მოთხოვნათა ყველა პრინციპს. დესტრუქციული ოპოზიცია ამ სავალდებულო ცვლილებებში ისევ რუსეთის მოქალაქეებზე მორგებულ მოდელს ხედავს, რაც არასწორია და საკითხში გაუთვიცნობიერებელის განწყობას ტოვებს. მინაწერი: დესტრუქციულნო, სანამ მედიასთან კომენტარის მისაცემად დადგებით, გადაიკითხეთ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები და ნაკლებად შერცხვებით“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.