გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვლადიმერ ბოჟაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნო სახელმწიფოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე, ჩვენს დიასპორაზე მთელს მსოფლიოში, საარჩევნო მანიპულაციად და რუსეთის ინტერესად გამოაცხადო?

7-06-2023

რატომ სძულს ასე რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად სამოქალაქო სექტორს და მედიას საკუთარი ქვეყანა და ხალხი? როგორ შეიძლება კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს სახელმწიფოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე, ჩვენს დიასპორაზე მთელს მსოფლიოში, გამოაცხადო საარჩევნო მანიპულაციად? - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლეოსბის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას.


ბოჟაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია, სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ, რუსეთის ინტერესად აცხადებს, რისი მიზანიც ქვეყნის მაქსიმალურად დაზიანებაა.


„რატომ სძულს ასე რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად სამოქალაქო სექტორს და მედიას საკუთარი ქვეყანა და ხალხი? როგორ შეიძლება კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს სახელმწიფოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე, ჩვენს დიასპორაზე მთელს მსოფლიოში, გამოაცხადო საარჩევნო მანიპულაციად? როგორ შეიძლება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR— გაეროს სააგენტო, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება დაიცვას ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული და მოქალაქეობის არმქონე პირები) რეკომენდაცია და საერთაშორისო ვალდებულება რუსეთის ინტერესად გამოაცხადო? როგორ და მარტივად, რასაც დაავალებს კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი იმას იმეორებს ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მართვადი მედია, სამოქალაქო სექტორი და ა.შ.


ასეთი სახის დეზინფორმაციის და ტყუილის გავრცელებას მხოლოდ 1 მიზანი აქვს - მაქსიმალურად დააზიანოს საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხის ინტერესები, საფრთხე შეუქმნან სტაბილურობას და განვითარებას. საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა იზრუნოს მოქალაქეებზე როგორც საქართველოში ასე მთელ მსოფლიოში, ამ ვალდებულების უკეთ შესრულებას ემსახურება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა და აუცილებლად განხორციელდება. რაც შეეხება 2024 თუ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ქვეყნის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი რადიკალური ოპოზიცია - ნაციონალური მოძრაობა, ისევე დამარცხდება როგორც 2012 წლიდან ყველა დონის არჩევნებზე!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.