გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე: ჯერ იყო და ელჩების დანიშვნის შეფერხება, შემდეგი იყო ცსკო-ს თავჯდომარის დანიშვნა, ახლა ეროვნული ბანკი, ეს უკვე დამთხვევები არ არის, ეს მიზანმიმართული შანტაჟი და საბოტაჟია

7-06-2023

ჯერ იყო და ელჩების დანიშვნის შეფერხება, შემდეგი იყო ცსკო-ს თავჯდომარის დანიშვნა, ახლა ეროვნული ბანკი, ეს უკვე დამთხვევები არ არის, ეს მიზანმიმართული შანტაჟი და საბოტაჟია, რასაც პირნათლად ასრულებს პრეზიდენტის სავარძელში შემთხვევით მოხვედრილი უსამშობლო, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ქმედებები, პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.


როგორც ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტი რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს, არსებული რთული ვითარების ფონზე, ამგვარად არ მოიქცეოდა.

„ჯერ იყო და ელჩების დანიშვნის შეფერხება, შემდეგი იყო ცსკო-ს თავჯდომარის დანიშვნა, ახლა ეროვნული ბანკი, ეს უკვე დამთხვევები არ არის, ეს მიზანმიმართული შანტაჟი და საბოტაჟია, რასაც პირნათლად ასრულებს პრეზიდენტის სავარძელში შემთხვევით მოხვედრილი უსამშობლო, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი.


ამ ქალს ბიოლოგიური სამშობლო რომ უყვარდეს, აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად, გრძნობდეს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, ამ ურთულეს დროს ასე მოიქცეოდა? კიდევ კარგად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება ამდენი მტრის და აგენტის ხელში.“ - წერს ნინო ფოჩხუა.