გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის სოფელ სასირეთის სარწყავი არხების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალატეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოინახულეს

7-06-2023

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების განხორციელება დაიწყო.

 

თელიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სასირეთის სარწყავი არხების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალატეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილზე მოინახულეს.

 

არსებული არხი გაუვალი იყო და მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახებს  პრობლემას უქმნიდა.

ტერიტორია გასუფთავდა ხეებისა და ბუჩქებისგან, იწმინდება არხი რის შემდეგაც მოეწყობა საფუძველი,  მონოლითური რკინაბეტობის არხი გამშვები ფარისა და  მოსახლეობის სანაკადულოების გათვალისწინებით.

 

არხების რეაბილიტაციას შპს „დანი ქონსთრაქმშენი“ ახორციელებს.

2023 წელს კასპის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 950 000 ლარი გამოეყო. თანხა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე განაწილდა. „განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩა და მიმდინარე წელში დასრულდება“ - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.