გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

7-06-2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე იაელ ბრაუნ-პივესთან.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების, კულტურის, განათლების და ვაჭრობის მიმართულებებით.


ხაზი გაესვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის როლზე 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში და მიმოიხილა, ამ მხრივ, საქართველოს პროგრესი. აგრეთვე, გამოთქვა იმედი, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.


მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე მოვლენები.


საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, იაელ ბრაუნ-პივესმა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა თბილისში დაგეგმილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებისთვის.


ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.