გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმის ავტობუსში კონდუქტორი აღარ იმუშავებს

16-08-2018

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა სრულად საბარათე სისტემაზე გადავიდა. დღეიდან არც ერთ ავტობუსში კონდუქტორი აღარ იმუშავებს და შესაბამისად, მგზავრები ბილეთს ვეღარ შეიძენენ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

უბილეთო მგზავრებს კონტროლიორები დააჯარიმებენ, რომლებიც პროცესებს სხვადასხვა გაჩერებაზე გააკონტროლებენ.

ელექტრონული ბარათის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებსა და სწრაფი გადახდის აპარატებში, მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ავტობუსებშია გამოკრული.

imedinews.ge